GERUENჩაეწერე

ზონა · ფეხები

ფეხების შუგარინგი

ფეხები ის ზონაა, სადაც საპარსი ყველაზე მალე გბეზრდება: რამდენიმე დღეში ისევ ხორკლიანი კანი, წვივებზე კი ჩაზრდილი თმა. შუგარინგის შემდეგ საპარსი 3–4 კვირა არ დაგჭირდება, თმა კი ყოველ ჯერზე უფრო თხელი და იშვიათი ამოდის.

ფასები

რა შედის და რა ღირს

ფეხები მუხლებამდე — მუხლების ჩათვლით. ფეხები მთლიანად — მუხლებამდე და მუხლებს ზემოთ ერთად: თუ მუხლებს ზემოთ თმა ნაზი და შეუმჩნეველია, ხშირად მუხლებამდეც საკმარისია.

  • ფეხები მთლიანად50 ₾
  • ფეხები მუხლებამდე30 ₾

ფასი ერთია ოთხივე ფილიალში · გადახდა ადგილზე

ჩაეწერე ამ ზონებზე

როგორ მიმდინარეობს

სამი ნაბიჯი — და მზად ხარ

  1. ახალი ზეწარი, ახალი ხელთათმანებიზეწარი ერთჯერადია, ხელთათმანებს სპეციალისტი შენ თვალწინ იცვამს, პასტაც ახალია. კანი იწმინდება და მშრალდება — ასე პასტა თმას მყარად იჭერს.
  2. შაქრის პასტა — ხელითოთახის ტემპერატურის პასტას სპეციალისტი ხელით ადებს კანზე და თმას ზრდის მიმართულებით, ძირიანად აცლის — ნაწილ-ნაწილ: ჯერ მუხლებამდე, მერე მუხლებს ზემოთ. ასე თმა არ წყდება და ნაკლებად ჩაიზრდება.
  3. სუფთა დასასრულიპასტა წყალში იხსნება, ამიტომ ნარჩენი უბრალოდ ჩამოირეცხება — წებოვანი არაფერი რჩება. სიწითლე, თუ გაჩნდა, 15–20 წუთში ქრება და შეგიძლია პირდაპირ კაბით გახვიდე.

საპარსის ნაცვლად

რატომ შუგარინგი და არა საპარსი

საპარსი თმას კანის ზედაპირზე ჭრის — ამიტომ რამდენიმე დღეში კანი ისევ ხორკლიანია, წვივებზე კი ჩაზრდილი თმა და გაღიზიანება ჩნდება. შაქრის პასტა თმას ძირიანად, ზრდის მიმართულებით იღებს: თმა არ წყდება და ჩაზრდილი თმაც გაცილებით ნაკლებია.

შედეგი — გლუვი ფეხები 3–4 კვირა, ხორკლის გარეშე. პასტა მსუბუქ პილინგსაც აკეთებს, ამიტომ კანი არა მხოლოდ გლუვი, არამედ რბილიც რჩება.

ყოველი შემდეგი ვიზიტით თმა უფრო თხელი და იშვიათი ამოდის — პროცედურაც უფრო მსუბუქი ხდება. ღია და ჭაღარა თმასაც ისევე ძირიანად იღებს, როგორც მუქს.

ვიზიტამდე

მთავარი — ნუ გაიპარსავ

  • ბოლო გაპარსვიდან 10–14 დღე უნდა გავიდეს — თმა 0,3–0,5 სმ სიგრძისაა და პასტა მას კარგად იჭერს. უფრო გრძელია? მოდი ისე — სპეციალისტი ადგილზე მოაგვარებს.
  • ვიზიტის დილით ფეხებზე არც კრემი, არც ზეთი — მშრალ კანზე პასტა თმას უკეთ იჭერს.
  • ციკლის დროსაც შეიძლება, ორსულობისასაც; ეჭვის შემთხვევაში ჯერ ექიმს ჰკითხე.

პროცედურის შემდეგ

რომ გლუვი კანი დიდხანს დარჩეს

  • იმ დღეს ტანსაცმელი — თავისუფალი: კაბა ან ფართო შარვალი. მჭიდრო ჯინსი ხვალიდან.
  • საუნა, სოლარიუმი და ვარჯიშიც — ხვალიდან. დღეს კანს დასვენება სჭირდება.
  • 2–3 დღის შემდეგ — რბილი სკრაბი, კვირაში ორჯერ: წვივებზე ეს ჩაზრდილი თმისგან ყველაზე მარტივი დაცვაა.
  • შემდეგი ვიზიტი — 3–4 კვირაში, როცა თმა ისევ 0,3–0,5 სმ-მდე გაიზრდება. შუალედში ნუ გაიპარსავ, თორემ ყველაფერი თავიდან იწყება.

კითხვები

რას გვეკითხებიან ფეხების შუგარინგზე

რა სიგრძის უნდა იყოს თმა?

საკმარისია 0,3–0,5 სმ, ამისთვის ვიზიტამდე 10–14 დღე ნუ გაიპარსავ — უფრო მოკლე თმას პასტა ვერ დაიჭერს. უფრო გრძელი კი პრობლემა არ არის: სპეციალისტი ადგილზევე მოაგვარებს.

შეიძლება ზაფხულში, მზეზე?

შუგარინგი ზაფხულშიც და გარუჯულ კანზეც შეიძლება — ამით ლაზერისგან განსხვავდება. უბრალოდ პროცედურის დღეს სოლარიუმი და მზეზე ხანგრძლივი წოლა გამოტოვე, მეორე დღიდან კი პლაჟი შენია.

მტკივნეულია ფეხების შუგარინგი?

ფეხები ერთ-ერთი ყველაზე ნაკლებად მგრძნობიარე ზონაა. პირველად ოდნავ იგრძნობა, მომდევნო ვიზიტებზე — გაცილებით ნაკლებად: თმა ყოველ ჯერზე თხელდება და პასტაც უფრო ადვილად იღებს.

ონლაინ ჩაწერა

ჩაეწერე ერთ წუთში

რეგისტრაციისა და წინასწარი გადახდის გარეშე. აირჩიე ფილიალი, ზონები და შენთვის მოსახერხებელი დრო.

რეგისტრაციისა და წინასწარი გადახდის გარეშე: ფილიალი, ზონები და დრო, სახელი და ტელეფონი.

  1. 1ფილიალი
  2. 2ზონები
  3. 3დრო
  4. 4კონტაქტი
აირჩიეთ ფილიალი
გირჩევნია დარეკვა? 555 55 97 26 · WhatsApp

მზად ხარ გლუვი კანისთვის?

ჩაეწერე ონლაინ
ჩაეწერე ონლაინერთ წუთში, რეგისტრაციის გარეშეჩაეწერე
დაგვირეკე ან მოგვწერეზარი, WhatsApp — ერთი ნომერიდაგვირეკე ან მოგვწერე — ზარი, WhatsApp555 55 97 26
მოდი ფილიალშიან მოდი ფილიალშივაკე · გლდანი · ვარკეთილი · საბურთალომარშრუტი
  1. 1ფილიალი
  2. 2ზონები
  3. 3დრო
  4. 4კონტაქტი
აირჩიეთ ფილიალი