ზონა · ბიკინი
ბიკინის შუგარინგი
ყველაზე მგრძნობიარე ზონა — ამიტომ აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაზი ხელი და სწორი ტექნიკა. შაქრის პასტა თმას ზრდის მიმართულებით იღებს და კანს არ აზიანებს.
ზონა · ბიკინი
ყველაზე მგრძნობიარე ზონა — ამიტომ აქ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ნაზი ხელი და სწორი ტექნიკა. შაქრის პასტა თმას ზრდის მიმართულებით იღებს და კანს არ აზიანებს.
ფასები
ზედაპირული ბიკინი — საცვლის ხაზის გასწვრივ. ღრმა ბიკინი — მთლიანად, ანუსის ჩათვლით. ანუსი ცალკეც შეიძლება.
ფასი ერთია ოთხივე ფილიალში · გადახდა ადგილზე
ჩაეწერე ამ ზონებზეროგორ მიმდინარეობს
ვიზიტამდე
პროცედურის შემდეგ
შედეგი
შაქრის პასტა თმას ძირიანად იღებს, ამიტომ ახალი თმა უფრო თხელი და იშვიათი ამოდის. რეგულარული ვიზიტებით — ყოველ 3–4 კვირაში — ზონა თანდათან ნაკლებად მგრძნობიარე ხდება.
კი, ციკლი ხელს არ უშლის — ხელები, ფეხები, სახე და იღლიები ჩვეულებრივად კეთდება, ღრმა ბიკინი კი ტამპონით. ამ დღეებში მგრძნობელობა ოდნავ მომატებულია, ასე რომ, თუ არ გეჩქარება, ვიზიტი რამდენიმე დღით გადადე.
დიახ, შუგარინგი ორსულობისას შეიძლება — პასტა ნატურალური მასალისგან მზადდება (შაქარი, ლიმონი, წყალი), ოთახის ტემპერატურისაა და კანს არ წვავს. მოსახერხებელ პოზას შეგირჩევთ, სურვილისამებრ ჯერ პატარა ზონით დავიწყებთ და შესვენებასაც გავაკეთებთ.
ჩვეულებრივ, 3–4 კვირაში — როგორც კი თმა ისევ 0,3–0,5 სმ-ს მიაღწევს. შუალედში ნუ გაიპარსავ: ასე თმა თანაბრად იზრდება და ყოველი შემდეგი ვიზიტი უფრო მსუბუქია.
ბიკინი ყველაზე მგრძნობიარე ზონაა და პირველად შეგრძნება ცოტა ძლიერია. მეორე-მესამე ვიზიტიდან თმა თხელდება და პროცედურა გაცილებით მსუბუქად გადის.
ონლაინ ჩაწერა
რეგისტრაციისა და წინასწარი გადახდის გარეშე. აირჩიე ფილიალი, ზონები და შენთვის მოსახერხებელი დრო.
რეგისტრაციისა და წინასწარი გადახდის გარეშე: ფილიალი, ზონები და დრო, სახელი და ტელეფონი.